საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბრის თემა იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებიც, ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

















