უკრაინის სუმის ოლქში რუსული იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა
უკრაინის სუმის ოლქში რუსული იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ოკუპანტის რაკეტა მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ჩავარდა. დაზიანებულია 10 საცხოვრებელი კორპუსი და ათობით ავტომობილი. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიშისთვის 120 რაკეტა და 90 დრონი გამოიყენა.
















