უკრაინულ სამხედრო პორტალი „დიფსტეიტის“ ცნობით, რუსული არმია ფრონტის ხაზზე უკრაინულ პოზიციებს ინტენსიურად უტევს
უკრაინულ სამხედრო პორტალი „დიფსტეიტის“ ცნობით, რუსული არმია ფრონტის ხაზზე უკრაინულ პოზიციებს ინტენსიურად უტევს, ბოლო 24 საათში ოკუპანტმა დონეცკის ოლქში უგლედარის მიმართულებით წინ წაიწია. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ოკუპანტის არმია გააქტიურდა რუსეთის კურსკის ოლქშიც და მათი წინსვლა აღინიშნება ოლქის ორ სოფელში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინის ფრონტზე სამხედროებით ჩრდილოეთ კორეა ეხმარება.












