გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში „გახარია-საქართველოსთვის“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს
<p>„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, „გახარია-საქართველოსთვის“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. ჩაკვეტაძის განცხადებით, გახარიას პარტიამ სიმართლე დამალა და ვიდეო დამონტაჟებული სახით გაავრცელა. ვიდეოში, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძემ გაავრცელა, ისმის გახარიას პარტიის აქტივისტების მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. კადრში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი აქტივისტი ადამიანს, რომელიც ვიდეოს იღებს.</p>











