


| "ნუცას სკოლა" იმედის ეთერში პირველად 2004 წელს გავიდა. ეს იყო პირველი სატელევიზიო, მუსიკალური კონკურსი, რომელმაც პირველად გამოაჩინა ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღელები. დღეს კი, ქართული ესტრადის დიდ ნაწილს, სწორედ "ნუცას სკოლაში" აღზრდილი მომღელები წარმოადგენენ. ნუცა ჯანელიძის სკოლა დაახლოვებით 200-მა ახალგაზრდამ გაიარა, მათ შორის არიან აჩიკო ნიჟანარაძე, სოფო ხალვაში, ლიკა შუბითიძე, თამუნა ოქროპირიძე, გიორგი კობაიძე, ზვიად აბაშიძე, მარიამ პავლიაშვილი, გურამ პაპუაშვილი, ნათია დუმბაძე, გიორგი ჩიქოვანი, ქეთი კვიცარიძე და სხვა. წელს პროექტი, ჩვენს ეთერში განახლებული ფორმატით გავა. რიგით მე-6 "ნუცას სკოლაში" ამჯერად, 10 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ისწავლიან. კონკურსში მონაწილეობას, 21 ბავშვი მიიღებს, გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ გავა. თითოეულ გადაცემაში, 3 მონაწილე, შეეჯიბრება ერთმანეთს, რომელთაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. "ნუცას სკოლას" ფინალი 31 დეკემბერს, იმედის საახალწლო ეთერში გაიმართება. | |

