


|
ყოველ კვირას, 20 საათიანი "ქრონიკის" დასრულებისთანავე, ეთერში გადის ტელეკომპანია "იმედის" ახალი სატელევიზიო პროექტი "იმედის გმირები". თქვენთან ერთად ვიწყებთ უცნობი გმირების აღმოჩენას. ისინი შეიძლება იყვნენ თქვენი მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები - მასწავლებლები, ექიმები, ქველმოქმედები, საკუთარი საქმის და ქვეყნის პატრიოტები. ისინი არ არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევიან სხვებისგან. თუმცა, საკუთარი ცხოვრების წესით, ან წარსულში ჩადენილი რომელიმე ქმედებით, გმირებად იქცნენ. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვა ადამიანების სიცოცხლე იხსნეს, ან სრულიად უანგაროდ, სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. გმირები არ არიან მხოლოდ წარსულში. ისინი ახლაც ჩვენს შორის ცხოვრობენ და ჩვენ ახლა მათ ისტორიებს გიამბობთ.
თუ თქვენც იცნობთ ასეთ ადამიანებს, დაგვიკავშირდით: 46 30 35 imedisgmirebi@imedi.ge | |

