ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თბილისი

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა

მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ 2020 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება. 

06.02.2020 12:48

ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი ახალი სკვერი მოეწყობა

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად 500 000 ლარი დაიხარჯება. მერის მოადგილემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. 

06.02.2020 12:42

დიღმის ჭალები

მიმდინარე წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს თემქის ხევის რეაბილიტაცია დაიწყება, რომლის ღირებულებაც 43 000 000 ლარია. სამუშაოები 22 ჰექტარ ტერიტორიაზე წარიმართება. 

06.02.2020 12:31

კახა კალაძე: დედაქალაქი მონაწილეობას იღებდა პროექტში „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“ და სასიხარულო ინფორმაცია არის ის, რომ თბილისი მე-3 ადგილზე გავიდა

კახა კალაძემ სიტყვა თბილისის  წარმატებაზე საუბრით დაიწყო, "დედაქალაქი მონაწილეობას იღებდა პროექტში „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“ და სასიხარულო ინფორმაცია არის ის, რომ თბილისი მე-3 ადგილზე გავიდა.

06.02.2020 11:37

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსზე: ტყუილმა შესაძლოა საზოგადოება ვირუსზე მეტად დააზიანოს

„ამდენმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა შტურმმა შესაძლოა საზოგადოება იმაზე მეტად დააზიანოს ვიდრე ეს შეძლოს რომელიმე ვირუსმა“, - განაცხადა ხუნდაძემ.​

05.02.2020 23:19

რატი იონათამიშვილი: უნდა შევქმნათ გარანტიები, რომ მომავალში არცერთი ბავშვი სიღარიბის ზღვარზე არ იყოს

„სანამ ერთი ბავშვი მაინც არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ზღვართან თუნდაც ახლოს, თითოეული ჩვენგანი ვერ მოვისვენებთ ვერასდროს“, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ გააკეთა.

05.02.2020 21:45

სტამბოლი თვითმფრინავის დაშლა

სტამბოლის აეროპორტში ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგარეო უწყებაში ამ ეტაპზე არ შესულა

ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. დაშავებულია 21 ადამიანი.

05.02.2020 21:25

დიმიტრი ხუნდაძე: ბაღდათში მომხდარი ტრაგედია მძიმეა, მაგრამ ამის საკუთარ პოლიტიკურ სარგებლად ქცევა უზნეობა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. 

05.02.2020 21:19

სოფო კილაძე

სოფო კილაძე: ბავშვის უფლებების დასაცავად საქართველოში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლა შეაჯამა და სამინისტროსთან ერთად განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

05.02.2020 21:11

„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა

„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“-ის (EBD) კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია.

05.02.2020 20:21

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE