ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლუიზა ვინტონი: მეამაყება, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

07.02.2020 16:48

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ კელი დეგნანსა და მის მეუღლეს უმასპინძლეს

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

07.02.2020 16:34

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს პნევმონია არ დაუდგინდათ

ინფექციურ საავადყოფოში შეყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პნევმონია არ დაუდგინდათ და მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკაც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მაია ეზუგბაიამ განუცხადა. 

07.02.2020 15:25

თბილისის მერია

ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. 

07.02.2020 14:40

თბილისის მერია

მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, პეტრიაშვილის ქ. N7-ის და ათონელის ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია არსებულ მოედნებს ახლით შეცვლის. 

07.02.2020 13:11

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: ვირუსი არ არჩევს რასას, ეროვნებას და პოლიტიკურ შეხედულებებს

ვირუსი ყველას შეიძლება, დაემართოს და არც ეროვნებას აქვს მნიშვნელობა და არც პოლიტიკურ შეხედულებებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორიმა პაატა იმნაძემ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან ერთად უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

07.02.2020 12:35

ელექტროენერგია

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 თებერვალს, სხვადასხვა სახის სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

07.02.2020 12:33

კახა კალაძე

თბილისში 40 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა

თბილისის მერის თქმით, 40 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა თბილისში, რომელიც ხალხს მოემსახურება, - "მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და პრობლემას წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ჰაერის დაბინძურების მხრივ".

07.02.2020 12:18

ამირან გამყრელიძე

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს

ამ ეტაპზე საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებში რჩება, რადგან კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

07.02.2020 11:15

ფოტოკონკურსის „ნარიყალა 2019“ გამარჯვებული ფოტოების გამოფენა საზეიმოდ გაიხსნება

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ნარიყალა 2019“ გამარჯვებული ფოტოების გამოფენა საზეიმოდ გაიხსნება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

07.02.2020 11:02

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE