ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გარკვეულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საჩხერე-ზესტაფონის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

08.02.2020 12:50

დავითობა

ქუთაისში დავითობას აღნიშნავენ

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დილიდან ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოქალაქეებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

08.02.2020 11:55

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გარკვეულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. მცხეთიჯვარი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ასევე აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზაზე.  

08.02.2020 11:15

ყინვა

საქართველოში თოვლი და ყინვა 10 თებერვლამდე შენარჩუნდება

ამინდის გაუარესებას სინოპტიკოსები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ვარაუდობენ, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში კი ქარსა და წვიმას ელოდებიან.

08.02.2020 11:08

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალიზებული ავტომანქანები გადასცა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის ახალი მანქანები - ექვსი სპეციალიზებული „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ გადასცა.

08.02.2020 10:50

ჩინეთი ვირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე ქვეყანას დღეს დატოვებს

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ქვეყანაში 9 თებერვალს დაბრუნდება. 

08.02.2020 10:34

განათლება

ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ანგარიშში დადებითად შეაფასა

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ზრდასრულებს. 

07.02.2020 22:05

ევროკავშირის ანგარიში: საქართველო განაგრძობს თავშესაფრის მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის პრაქტიკულად გადაჭრას

დოკუმენტის თანახმად, საქართველო აგრძელებდა საზღვრის მართვის გაუმჯობესების ძალისხმევას და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობას აღრმავებდა.

07.02.2020 19:43

შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეფასდა

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი გახდა.

07.02.2020 18:20

კორონავირუსი

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

ეკონომიკისა სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

07.02.2020 17:33

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE