ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილმა 20 ივნისის საქმეზე დანაშაული სრულად აღიარა

მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

06.02.2020 18:18

პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტები გახსნა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

06.02.2020 17:23

მკვლელობა

ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა. როგორც imedi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდა კაცი. შსს-ში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

06.02.2020 17:00

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერთლის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმები იკითხებიან. მათ შორის არიან „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები, იპოთეკარები და ნოტარიუსი. 

06.02.2020 16:23

გიგი უგულავა

გიგი უგულავას ადვოკატი ე.წ. ფონდის საქმეზე მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს

ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმის გამოძიებისა და საკასაციო სასამართლოში საჩივრის მომზადების პროცესში, თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა. სწორედ ამიტომ ბასილაია მიიჩნევს, რომ თადუმაძეს საქმესთან გარკვეული შეხება ექნებოდა, რაც მის ობიექტურობას გამორიცხავს.

06.02.2020 16:15

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.

06.02.2020 15:25

ფოთი

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თავი დაიზიანა

„მოქალაქე მერიის შენობაში შემოვიდა და ყვიროდა, რომ ძმა ჰყავს ქუთაისის საავადმყოფოში და სამკურნალოდ თანხას ითხოვდა. მას დახმარების შესახებ მერიისთვის განცხადებით არ მოუმართავს. ამის შემდეგ მიიყენა სხეულზე თვითდაზიანებები“, - განაცხადეს ფოთის მერიაში. 

06.02.2020 14:44

სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის სასამართლომ „ვარდების რევოლუციის“ დროს მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ევროკონვენციის დარღვევა დაადგინა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მორალური ზიანისთვის მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

06.02.2020 12:24

მკვლელობა

გარდაბანში გასულ წელს ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის ნათესავი დააკავეს

ბრალდებულმა გასული წლის ივნისში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს - 1942 წელს დაბადებულ შ.მ -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

06.02.2020 10:12

საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 15 კანდიდატიდან სამს შეარჩევს

საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 15 კანდიდატიდან სამ კანდიდატს ფარული წესით აირჩევს. სავალდებულოა 1/3 განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.

06.02.2020 09:11

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE