ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია

გენერალური პროკურორობის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატურიდან, რომელთა შორის ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია იყვნენ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე შეარჩია და მას დასამტკიცებულად პარლამენტს გადაუგზავნის. 

07.02.2020 14:51

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს

გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.

07.02.2020 12:45

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი: 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს), გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

07.02.2020 12:07

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა - გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

07.02.2020 10:29

შსს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 1 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ფოთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 982 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

07.02.2020 10:16

სახანძრო

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ხანშიშესული ქალი ემსხვერპლა

მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

07.02.2020 08:01

დაკავება

სამართალდამცველებმა მარტყოფში, მონასტერში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქვემო ქართლი და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ. დააკავეს.

06.02.2020 20:57

გორში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ქალი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში 1 ადამიანი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. სოფელ ზერტში 60 წლამდე ქალი აბაზანაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

06.02.2020 20:52

ფოთი სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე, 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და იმ დროს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია.

06.02.2020 19:05

დაკავება

სამართალდამცველებმა ისანში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

06.02.2020 18:19

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE