21 იანვარი 2020, 21:27 / სანდო წყარო
თეა წულუკიანი
ფოტო: IMEDI
იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ, პროკურატურასთან საუბარში დაასახელებენ გვარებს და სახელებს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დღევანდელ მოხსენებას და აღნიშნა, რომ თუ ვინმე ზაფხულში დანაშაულს შეესწრო, ამის შესახებ მხოლოდ იანვარში არ უნდა საუბრობდეს.
„ომბუდსმენმა დღეს გაუგებარი პასუხი გასცა საზოგადოებას, თუ ზაფხულიდან რატომ ინახავდა ასეთ სერიოზულ ცნობებს ვითომ დანაშაულის შესახებ. ანგარიშის გამოქვეყნებამდე ან მასთან ერთად ომბუდსმენის აპარატს უნდა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოში შეტყობინება დანაშაულის შესახებ. ამ ინფორმაციის შენახვა კანონით დასჯადია. რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო ვერ მოსთხოვს სახალხო დამცველს, რომ ჩვენ გაგვანდოს ეს ინფორმაცია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ, პროკურატურასთან საუბარში დაასახელებენ გვარებს და სახელებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ვალდებული იყო, ეცნობებინა საგამოძიებო ორგანოსთვის იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რომელსაც მისი თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებაში შეესწრნენ.
„როდესაც სუბკულტურასთან ბრძოლაში ჩვენ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ, ჩემთვის გაუგებარია, რა ე.წ. გარჩევას შეესწრო ე.წ. ზონაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თუ ეს ნამდვილად მოხდა და უკვე დაგვიანებული არაა, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ამ დანაშაულზე. მათ დროულად უნდა მიაწოდონ გამოძიებას გვარები, სახელები, თარიღი და დაწესებულების ნომერი. როდესაც ასეთ ფაქტს ჩვენ ვაფიქსირებთ, ყოველთვის ვრეაგირებთ მყისიერად. იგივე ვალდებულება აქვს სახალხო დამცველსაც“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიში გააცნო.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
21.01.2020 14:48
21.01.2020 13:37
21.01.2020 13:22
14.02.2020 14:57
14.02.2020 10:00
14.02.2020 08:20
11.02.2020 22:36