ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრას შემთხვევით დაესწრო

04 თებერვალი 2020, 14:59 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე მოსმენისას დაადასტურა, რომ სოლოლაკის ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო ბიზნეს დავაზე იყო ლაპარაკი. ამ თემაზე კითხვა ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოს წევრმა, პარლამენტარმა ოთარ კახიძემ დაუსვა. 

„მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. დაემთხვა ისე, რომ როდესაც შეხვედრა უნდა გვქონოდა ბიძინა ივანიშვილთან, აღმოვჩნდი იქ. იმ შეხვედრაზე რომ მომხდარიყო რამე ისეთი ფაქტი, რასაც უხერხულად მივიჩნევდი და ჩემი იქ ყოფნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, დავტოვებდი ამ შეხვედრას. საუბარი მიმდინარეობდა მეგობრულ, მშვიდ გარემოში. ლაპარაკი იყო სამოქალაქო ბიზნესდავაზე ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  

მისი თქმით, ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე რომ შემთხვევით მოხვდა, ამ ფაქტს მამუკა ხაზარაძეც ადასტურებს. „ეს დასტურდება მამუკა ხაზარაძის მონათხრობიდანაც. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმაც არ ამომიღია. არავისზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. არავინ მიწამებია არაადამინურად. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და ვიყავი პირად საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო კერძო შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, მე შეხვედრას არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი“, - განაცხადა შოთაძემ.      

მისი თქმით, ეს პროექტი პირდაპირ არ იყო კავშირში პროკურატურასთან. „საკითხი იყო დაკავშირებული იურიდიულ განათლებასთან, რაც მართლმსაჯულების სისტემაში გარკვეული სასწავლო კურსების შემოღებას ეხებოდა. საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ხშირად აფინანსებს საგანმანათლებლო პროექტებს. მზად ვარ, მსგავს პროექტებზე ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვისაუბრო“, - განაცხადა შოთაძემ. 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

გენერალური პროკურატურა

საპროკურორო საბჭო გენპროკურორობის კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრა

04.02.2020 20:08

შოთაძე გადადგომაზე: მინდოდა დაენახა საზოგადოებას, რომ ჩემთვის ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა

04.02.2020 13:36

ირაკლი შოთაძე: ჩემ მიმართ ისმის ბევრი ცრუ ბრალდება, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან მომდინარეობს

04.02.2020 11:35

ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი პენიტენციურ სამსახურს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

24.01.2020 14:42

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი ხმაურით პროტესტის ნიშნად დატოვა

24.01.2020 13:45

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

22.01.2020 12:45

სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს თბილისის აეროპორტში 8,1 კგ მარიხუანა აღმოუჩინეს

22.01.2020 11:08

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE