04 თებერვალი 2020, 13:36 / სანდო წყარო
ირაკლი შოთაძე
ფოტო: საპროკურორო საბჭო
გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ დღეს საპროკურორო საბჭოსთან განმარტა, თუ რატომ გადადგა 2018 წლის 31 მაისს. მისი განცხადებით, ამ ნაბიჯს არც დღეს ნანობს და მისი გადაწყვეტილება ზოგადად პროკურატურის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოზე მოსმენისას ჰკითხეს: რატომ გადადგა 2018 წლის 31 მაისს? რამდენად აქვს საბჭოს იმის გარანტია, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში 6 წლის განმავლობაში შეასრულებს გენერალური პროკურორის ფუნქციას და მსგავსი კრიტიკული სიტუაცის შემთხვევაში არ გადადგება.
საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებას. „ეს რა თქმა უნდა იყო ჩემი გადაწყვეტილება და გამომდინარეობდა ზოგადად პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა საზოგადოებასთან. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეები და მათზე მიმდინარე გამოძიება არის აქტუალური საზოგადობისთვის, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ საქმეების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას. ამ პერიოდში შექმნილი სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად გამოწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ ამ ტრაგედიით მანიპულირებით. საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინაიდან რეალურად იყო მიღებული მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და გრძელდებოდა პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს, შსს-ს და ასევე პროკურატურას, როგორც ბრალდების მხარეს დიდი სამუშაო ჰქონდა გასაწევი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო“, - განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, სურდა საზოგადოებას დაენახა, რომ მისთვის გენერალური პროკურორის თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. „მთავარი გზავნილი საზოგადოების წინაშე ამ შემთხვევაში იყო ის, რომ დაენახათ, რომ ჩემთვის ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო შესაძლებლობა საზოგადოების, კანონის სამსახურში ვყოფილიყავი და აღგვესრულებინა მართლმსაჯულება. შესაბამისად, იქ მე რამე მოტივაცია არ მქონია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა ან ჩემი სამსახურეობრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. ასევე ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ ეს პროცესი წასულიყო სამართლებრივი გზით და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო“, - განაცხადა შოთაძემ.
საპროკურორო საბჭო დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
07.02.2020 17:33
07.02.2020 12:45
04.02.2020 11:35
24.01.2020 17:10
22.01.2020 12:45
22.01.2020 11:12
21.01.2020 21:50