12 თებერვალი 2020, 00:07 / სანდო წყარო
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„იყო ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. ჩვენი ამოცანა იყო, დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა პარტნიორებისთვის. რაც შეეხება გიგი უგულავას, საზოგადოებას რა ინფორმაციაც აქვს, ის ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპარლამენტარებსაც. ავუხსენით, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას საარჩევნო მიზნებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ არც საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კითხვები არ არის საქმის დეტალებზე. გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ და დეტალური განმარტება მივეცით. ყოველი წელი საქართველოში პრაქტიკულად საარჩევნოა და თუ ასე გავყვებით გამოძიების დროს, მაშინ ვერანაირი გამოძიება ვეღარ ჩატარდება საქართველოში. საქმის შინაარსთან დაკავშირებით აქ კითხვები არ ყოფილა და ეს კითხვები არც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში და თუ ვინმე დაზიანდა იმ გადაწყვეტილებით, რაც სასამართლომ უგულავას საქმეზე მიიღო, ეს არის მმართველი გუნდი.
„ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო და პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი. ამ მიმართულებით ჩვენ 2012 წლის შემდეგ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში. თუ ვინმე დაზიანდა იმ გადაწყვეტილებით, რაც უზანაესმა სასამართლომ მიიღო, ეს არის მმართველი გუნდი. თუ ჩვენ პოლიტიკურად შევხედავთ სიტუაციას, დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თუ მოგვიწოდებენ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, პროცესების გამჭვირვალობიკენ, მაშინ ეს არის ზუსტად ნათელი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია“, - აღნიშნა კალაძემ.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
06.02.2020 18:54
06.02.2020 11:33
06.02.2020 11:25
05.02.2020 12:34
05.02.2020 12:32
27.01.2020 18:47
22.01.2020 23:05