ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სვენ მიკსერი: იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები განაახლებენ მოლაპარაკებებს

11 თებერვალი 2020, 23:30 / სანდო წყარო

სვენ მიკსერი

სვენ მიკსერი

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია. ძალიან შემაშფოთებელია, რომ დიალოგის პროცესი შეწყდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის მონაწილე პოლიტიკური პარტიები განაახლებენ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ჩემთვის, როგორც მომხსენებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია. ძალიან შემაშფოთებელია, რომ დიალოგის პროცესი შეწყდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის მონაწილე პოლიტიკური პარტიები განაახლებენ მოლაპარაკებებს.

რაც შეეხება გიგი უგულავას, ეს არ გაადვილებს წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში და არ გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სრული გამჭვირვალობა ამ საქმის გარშემო. მარტში მე საქართველოში ჩავალ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე საქართველოში ჩავიდე და ყველას გავესაუბრო. დიალოგი აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტია პასუხისმგებლობით მიუდგეს.

აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომა. მმართველ გუნდს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისზე საუბრისას მმართველმა ძალამ არა მხოლოდ უპასუხოს ოპოზიციიდან წამოსულ წინადადებებს, არამედ წარმოადგინოს თავისი კონსტრუქციული ინიციტივებიც. ეს ყოველთვის ძალიან სასარგებლოა. ასევე, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაც კონსტრუქციული იყოს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას

15.02.2020 13:26

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ დავარწმუნებთ ამერიკელ კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება

06.02.2020 22:00

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, უკეთესი იქნება მათთვის

06.02.2020 11:33

გია გაჩეჩილაძე

გია გაჩეჩილაძე პროპორციულ არჩევნებზე: მმართველი გუნდის ვარიანტსაც თავისი ვადები აქვს, დრო იწურება, რადგან ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

05.02.2020 17:40

მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გაიმართება

03.02.2020 17:57

ევროპარლამენტარი ტერეში: უსამართლობაა, რომ დიდი ქართველი ხალხი ხედავს, როგორ იქცა მათი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად

22.01.2020 23:05

ევროპარლამენტარი ტერეში: დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

22.01.2020 18:25