09 თებერვალი 2020, 20:01 / სანდო წყარო
ფოტო: shutterstock.com
Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატოს და აშშ-ის პრიორიტეტი შავი ზღვა უნდა გახდეს. ამის შესახებ ის Middle East Institut-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
ანალიტიკოსის თქმით, შავი ზღვა ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთ შორის გადაკვეთას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ათასობით მილის მანძილზე მდებარე ქვეყნისთვისაც კი, როგორიც შეერთებული შტატებია. ამას კოფი ორი მიზეზით ხსნის.
„პირველი მიზეზი აშშ-ის, როგორც ნატოს წევრის ვალდებულებებია. შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან სამი (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი) ნატოს წევრია. კიდევ ორი ქვეყანა (უკრაინა და საქართველო) ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილეობს, საქართველო კი ნატოს წევრობის კანდიდატია“, - წერს ანალიტიკოსი.
მეორე მიზეზად კოფი შავ ზღვაზე რუსეთის დამოკიდებულებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში მოსკოვის დომინირება ქვეყნისთვის ეროვნული გადარჩენის საკითხია. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ძირითადად ყირიმის უკანონო ოკუპაციის ხარჯზეა წარმოდგენილი და ანექსიის ფაქტს 21-ე საუკუნეში აგრესიის უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს.
კოფი წერს, რომ ყირიმზე კონტროლის დამყარების შემდეგ რუსეთი შავ ზღვას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდამჭერი ოპერაციებისთვის იყენებს.
„აღსანიშნავია, რომ ყირიმი შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი რეგიონი არ არის. 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ მოსკოვს დიდი სამხედრო წარმომადგენლობა აქვს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში - დაახლოებით 4 ათასი სამხედრო - რომელიც შავი ზღვის სანაპიროს ასობით მილზეა განლაგებული“, - წერია სტატიაში.
კოფი აშშ-ს და ნატოს რეგიონში თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფისთვის რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს და ყურადღებას ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის, და საზღვაო პატრულის შექმნის სარგებლობაზე ამახვილებს.
„შავი ზღვა ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და აქამდე სათანადო ყურადღებას არ იღებდა. ნატოს ცალკეული სტრატეგია და შავი ზღვის ქვეყნების მხარდაჭერა იმის გზავნილი იქნება, რომ ალიანსი ამ რეგიონს სერიოზულად აღიქვამს“, - წერს ლუკ კოფი.
რამდენიმე დღის წინ ექსპერტმა სხვა სტატიაც გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ორგანიზაციის რიგებში მიიღოს.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
15.02.2020 13:03
04.02.2020 18:18
03.02.2020 17:40
03.02.2020 11:57
25.01.2020 22:30
23.01.2020 16:47
23.01.2020 11:31