ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი კობახიძე: ODIHR-მა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ოპოზიცია, რომელმაც ამ უხერხულობის გადაფარვა ტყუილით სცადა

06 თებერვალი 2020, 18:02 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ODIHR-ის წარმომადგენლებმა ოპოზიცია, პატარა ბავშვებივით, სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს და უთხრეს, რომ ისიც არ იციან, სად უნდა გაგზავნონ კანონპროექტი კონსტიტუციურობის დასადგენად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ამ მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა შეუძლია, არის ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ამის გადაფარვა კი ტყუილით სცადა.

„დავით უსუფაშვილის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი, სამწუხაროდ, მას ტყუილის თქმა მოუწია. მან ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ თითქოს ODIHR-ის დასკვნით, ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. დღეს ცდილობდა ამ ტყუილიდან გამოძრომას, თუმცა ამ ტყუილს კიდევ სხვა ტყუილს ამატებდა. 

გვემუქრებოდნენ, რომ გაიგზავნებოდა ეს დოკუმენტი ეუთოში და რომ ODIHR-ი დაადგენდა კონსტიტუციასთან ე.წ. გერმანული მოდელის შესაბამისობას, რაც თავიდანვე აბსურდი იყო. ამისთვის გაიგზავნა ეს დოკუმენტი ODIHR-ში და არა სხვა მიზეზით.

ეს იყო ამ ყველაფრის წინაისტორია. მარტივი პასუხი მიიღეს, რომ ODIHR-ის საქმე არ არის კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება. ანუ, ODIHR-ის წარმომადგენლებმა ოპოზიცია პატარა ბავშვებივით სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს - უთხრეს, რომ ისიც არ იციან, სად უნდა გაგზავნონ კანონპროექტი კონსტიტუციურობის დასადგენად.

პირდაპირ არის მითითებული, რომ ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ამის დადგენა შეუძლია, ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლოა. უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს ოპოზიცია, რომელმაც ამ უხერხულობის გადაფარვა ტყუილით სცადა, თუმცა ეს ტყუილი უკან მოუბრუნდათ, რადგან სიმართლე არის უმარტივესი - რისთვისაც გაიგზავნა დოკუმენტი, იმაზე უთხრა ODIHR-მა, რომ არ უნდა გაეგზავნათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზციის მიერ შეთავაზებულ სააარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა  გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. 

ეუთო/ოდირის დასკვნაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ ეუთოში გააგზავნა საარჩევნო კოდექსის გერმანული მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და პასუხიც მიიღო შესაბამისი.

2019 წლის ნოემბერში ოპოზიციამ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარება მოითხოვა. შემდეგ კი კანონპროექტიც შეიმუშავა. ამ ინიციატივით პირველად „შენების მოძრაობა“ გამოვიდა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ოთარ კახიძე: ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქუჩის საპროტესტო აქციები

09.02.2020 23:58

გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

07.02.2020 07:00

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია: ეუთო/ოდირმა კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განხილვაზე აპრიორი უარი განაცხადა

06.02.2020 16:58

კახა კალაძე

კახა კალაძე: ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, ვინც ადგენს ე.წ გერმანული მოდელი რამდენად შეესაბამება საქართველოს კოსტიტუციას

06.02.2020 12:51

ეუთო

ეუთო/ოდირი: მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა ხელისუფლების ლეგიტიმური არჩევანია

06.02.2020 08:10

გია გაჩეჩილაძე

გია გაჩეჩილაძე პროპორციულ არჩევნებზე: მმართველი გუნდის ვარიანტსაც თავისი ვადები აქვს, დრო იწურება, რადგან ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

05.02.2020 17:40

კახა კალაძე

კახა კალაძე: არჩევნების 100/50-ის პრინციპით ჩატარება ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალია

05.02.2020 15:29

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE