ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მამუკა მდინარაძე: საქართველოში 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, დღეს ეს რიცხვი 750 ათასამდეა შემცირებული

04 თებერვალი 2020, 22:37 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

"საქართველოში 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ასეთი მემკვიდრეობა მივიღეთ! დღეს ეს რიცხვი 750 ათასამდეა შემცირებული. 7500 ადამიანიც რომ იყოს, მაინც არ აქვს ხელისუფლების წარმომადგენელებს კმაყოფილების უფლება, მაგრამ ამაზე სპეკულაციები არ უნდა ხდებოდეს", - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიისა და ამ საკითხზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული კომენტარების შეფასებისას განაცხადა.

„ტყუილების კასკადი, რომელიც ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებულ ჩემს ბრიფინგს მოჰყვა, კატასტროფას არ წარმოადგენს, ვინაიდან ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ის მანიპულაციები, რაც დღეს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვნახეთ, ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიაა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას უახლოეს წლებში, მაგრამ ვისურვებდი, რომ არავის ესარგებლოს ტრაგედიით თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია ფეხმძიმე დედისა და მისი 4 შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე, ამაზე მაინც უნდა შეთანხმდეს ყველა, რომ ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენოს. მდინარაძის განცხადებით, ქვეყანაში დატრიალდა უდიდესი ტრაგედია და ნაცვლად იმისა, რომ ვიგლოვოთ და ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგედიები, შიმშილზე ყურადღების გადატანა უადგილოა.

„რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ოჯახი იყო. მიუხედავად ამისა, გმირობის ტოლფასი საქციელი ჰქონდათ მშობლებს ჩადენილი, 4 ბავშვი ჰყავდათ და მეხუთეს ელოდებოდნენ. ისინი ყოველთვიურად 1000 ლარზე მეტს სოციალურ დახმარებას იღებდნენ და სარგებლობდნენ უფასო სასადილოთი. რა თქმა უნდა, ამით არავინაა კმაყოფილი, მაგრამ სახელმწიფო მათ შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა. 

დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2019 წელს ხუთჯერ გაიზარდა ბავშვის დანამატი. ერთი წლის წინ შემოვიღეთ ბავშვის კვების ბარათები, რათა მიზნობრივად უზრუნველგვეყო მათი კვების რაციონის გაუმჯობესება. საქართველოში 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ასეთი მემკვიდრეობა მივიღეთ! დღეს ეს რიცხვი 750 ათასამდეა შემცირებული. 7500 ადამიანიც რომ იყოს, მაინც არ აქვს ხელისუფლების წარმომადგენელებს კმაყოფილების უფლება, მაგრამ ამაზე სპეკულაციები არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ოთარ კახიძე სააკაშვილის შტაბზე: არსად მისვლა პრობლემა არ არის, ამაში შემაშფოთებელი არაფერია

10.02.2020 00:00

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩვენს პარტნიორებს აწვდის ტყუილს, ჩვენ ამას სიმართლეს ვუპირისპირებთ

09.02.2020 21:42

გრიგოლ ვაშაძე: ე.წ. გერმანულ მოდელზე ეუთო-მ გასცა კომპეტენტური პასუხი, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

06.02.2020 14:55

გია გაჩეჩილაძე

გია გაჩეჩილაძე პროპორციულ არჩევნებზე: მმართველი გუნდის ვარიანტსაც თავისი ვადები აქვს, დრო იწურება, რადგან ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

05.02.2020 17:40

მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გაიმართება

03.02.2020 17:57

ოპოზიცია 4 თებერვალს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორს მოაწყობს

29.01.2020 17:39

მამუკა მდინარაძე: ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს თემირლან მაჩალიკაშვილის სახელით სპეკულირება აწყობს

29.01.2020 00:00

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE