11 თებერვალი 2020, 19:18 / სანდო წყარო
ომარ ალ-ბაშირი
ფოტო: Twitter
სუდანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დანაშაულში ბრალდებული ადამიანები, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ომარ ალ-ბაშირს 2003 წელს დარფურის რეგიონში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებენ, რომელსაც 300 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
„ჭრილობების მოშუშების გარეშე სამართალი ვერ იზეიმებს. ყველა, ვისზეც დაკავების ორდერია გაცემული, ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგება“, - განაცხადა მთავრობის პრესმდივანმა მოჰამედ ჰასან ელტაიშმა.
გაეროს მონაცემებით, დარფურის რეგიონში კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 2,5 მილიონს აღწევს.
ომარ ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 2019 წლის 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავდა. 14 დეკემბერს 75 წლის ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ხანდაზმული ასაკის გამო მას სასჯელი 10-დან 2 წლამდე შეუმცირდა.
17 აგვისტოს სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ “ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის“ ხარტუმში საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სუვერენულ საბჭოში, რომლის შექმნაზეც მხარეები ივლისში შეთანხმდნენ, 11 სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენელი შედის. 5 მათგანს სამხედრო საბჭო, 5-ს ალიანსი „თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის“ ირჩევს, კიდევ ერთი კანდიდატურა კი ორივე მხარის მიერ შეთანხმდა. სუვერენული საბჭო სულ მცირე 3 წელი იარსებებს, რის შემდეგაც გარდამავალი სამხედრო საბჭო დაიშლება.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
05.02.2020 11:59
05.02.2020 10:38
04.02.2020 12:48
04.02.2020 10:03
03.02.2020 13:17
16.02.2020 20:25
16.02.2020 15:25