ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

21 იანვარი 2020, 15:51 / სანდო წყარო

ხელმოწერის ცერემონია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმებს ხელი მოაწერეს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა კავშირების გამოყენებით, ახალი და დიფერენცირებული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.

„აშშ - ის მთავრობა უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რაც დადასტურდა არაერთი აქტით, მათ შორის, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. მისი თქმით, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს პრიორიტეტულად განსაზღვრული ეკონომიკური სექტორების განვითარებაში დაეხმარება. „საუბარია დარგებზე, რომლებიც მოიტანს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სფეროების მხარდაჭერა, სადაც დიდია დასაქმების კომპონენტი.  მათ შორისაა, ტექსტილი, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობა ასე ინტენსიურად აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„USAID - ი დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა სექტორები. მოხარულები ვართ, რომ დღეს შედგა ახალი თანამშრომლობა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და ორ სააგენტოს შორის. თანამშრომლობის მიზანია, გამოავლინოს მნიშვნელოვანი ინტერვენციები, რაც გავლენას მოახდენს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებზე, ასევე სხვადასხვა კავშირების გამოყენებით და პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოურ და კერძო სექტორის ინვესტიციების გაზრდას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში“, - განაცხადა USAID/Georgia - ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ხაზი გაესვა წინა პერიოდში პროგრამის ზოგად მხარდაჭერასა და წარმატებულ მუშაობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან, რომელთა შორისაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავა

ნათია თურნავა: კოპიტნარის სადგურიდან უფასო შატლების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტის მიმზიდველობას გაზრდის

06.02.2020 13:26

კორონავირუსი

Hyundai-მ სამხრეთ კორეაში წარმოება ჩინეთიდან ნაწილების მიწოდების დეფიციტის გამო შეაჩერა

04.02.2020 18:51

მამუკა ბახტაძე: რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია

31.01.2020 19:04

2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა

23.01.2020 12:23

ნათია თურნავა: დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ შარშან გაიცა

22.01.2020 11:19

ვენეცია კუნძული

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება

14.02.2020 13:28

ივანე მაჭავარიანი მერსედეს ვერა მარტინი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გასული ფინანსური წელი დადებითად შეაფასა

11.02.2020 17:32

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE