


| ყველაზე ეროვნული მედია პროექტი "ეტალონი" ყოველ კვირა დღეს შეგიძლიათ იხილით `ტელეიმედის~ ეთერში. ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა "ეტალონის" მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდები. "ეტალონის" იდეა მის ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს ეკუთვნის. "ეტალონმა" სრულყოფილი სახე 2005 წელს მიიღო და ქვეყნის მასშტაბით მოზარდთათვის ყველაზე პოპულარულ ტელეგადაცემად იქცა. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. "ეტალონი" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. "ეტალონი" ქართული პროექტია _ იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულ მხარეს ეკუთვნის. "ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ" გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, 2006 წლის 26-28 მაისს, სამეცნიერო კონფერენციაზე პროექტი "ეტალონი" პედაგოგიკის დარგში სიახლედ აღიარა, დიპლომი, ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი _ "მედიაპედაგოგიკა" შეურჩია. | |

